თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ 147 ოფიციალური პირი დასაჯა

თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ ფსონების წესების დარღვევისთვის 147 კლუბის წარმომადგენელს 45-დღიანი დისკვალიფიკაცია მისცა.
თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ (TFF) მკაცრი ზომები მიიღო. ფსონების დადების აკრძალული წესების დარღვევისთვის 147 საფეხბურთო კლუბის ოფიციალურ პირს 45-დღიანი დისკვალიფიკაცია დაუწესდა. გამოძიება, რომელიც სექტემბერში დაიწყო, სულ 448 ადამიანის საქმეს სწავლობდა.
სანქციები შეეხო იმ პირებს, რომლებიც გასული ხუთი წლის განმავლობაში თურქეთის ორ უმაღლეს დივიზიონში მოღვაწეობდნენ. მათ შორის არის „ტრაბზონსპორის“ პრეზიდენტი ერტუღრულ დოღანიც. დარჩენილ 301 ეჭვმიტანილთან დაკავშირებით დისციპლინური ზომების გასატარებლად საკმარისი მტკიცებულებები არ აღმოჩნდა.
TFF-ის, ფიფასა და უეფას რეგულაციებით, ფეხბურთში ჩართულ პირებს, მათ შორის კლუბის ხელმძღვანელებს, ფსონების დადება კატეგორიულად ეკრძალებათ. ეს ნაბიჯი თურქული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ ბოლო პერიოდში გატარებული რეფორმების ნაწილია, რათა სპორტში ფსონების გავლენა აღიკვეთოს. შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ნოემბერში მსგავსი დარღვევების გამო ფედერაციამ 1204 ფეხბურთელი და 149 არბიტრი დასაჯა.
იხილე მომავალი მატჩების სტატისტიკა და მოლოდინები კუთხურებზე, ბარათებზე და სხვა ინციდენტებზე.
მატჩები →