პსჟ-მ ლიგა 1-ის სათავეში გადაინაცვლა

პარი სენ-ჟერმენმა ლიონის ოლიმპიკი 2:0 დაამარცხა და საფრანგეთის ჩემპიონატში პირველ ადგილზე აღზევდა.
პარი სენ-ჟერმენმა ლიგა 1-ის მე-8 ტურის დასკვნით მატჩში ლიონის ოლიმპიკი 2:0 დაამარცხა. ლუის ენრიკეს გუნდისთვის ეს კვირა განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა, რადგან „ბარსელონას“ დამარცხების შემდეგ, პარიზელებმა სატურნირო ცხრილის სათავეშიც მოექცნენ.
გადამწყვეტი მეორე ტაიმი
მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ლიონელები, ფონსეკას ხელმძღვანელობით, კარგად იცავდნენ თავს, ხოლო სტუმართა მეკარე გრეიფი არაერთხელ გადაეღობა პარიზელთა შეტევებს. თავის მხრივ, პსჟ-ს კარის დაცვა საფონოვს მოუწია, რომელმაც დურანვილის საშიში დარტყმის შემდეგ გუნდი გაშვებულ გოლს გადაარჩინა.
ანგარიში მეორე ტაიმში შეიცვალა. შეცვლაზე შემოსულმა სენი მაიულუმ საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად დაარტყა და პარიზელი გულშემატკივრები გაახარა. მატჩის ბოლო წუთებზე კი მიკა გოდტსმა ულამაზესი გოლი გაიტანა და პსჟ-ს გამარჯვება საბოლოოდ გააფორმა. ეს გოდტსისთვის პარიზულ კლუბში სადებიუტო გოლი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ პსჟ-ს შემადგენლობაში დანაკლისი იყო დემბელეს, კვარაცხელიას, მარკინიოსისა და ნუნუ მენდეშის სახით, გუნდმა შეძლო მობილიზება და სეზონში პირველად ლიგა 1-ის ლიდერობა გაიფორმა.
იხილე მომავალი მატჩების სტატისტიკა და მოლოდინები კუთხურებზე, ბარათებზე და სხვა ინციდენტებზე.
მატჩები →