დანი კარვახალი კარიერას „ხეტაფეში“ გააგრძელებს

მადრიდის „რეალის“ ყოფილი მცველი დანი კარვახალი „ხეტაფეში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადადის.
ესპანურ ფეხბურთში მოულოდნელი ტრანსფერი მზადდება. მედიის ცნობით, მადრიდის „რეალის“ ყოფილი მცველი დანი კარვახალი კარიერას „ხეტაფეში“ გააგრძელებს. მხარეებს შორის ზეპირი შეთანხმება უკვე მიღწეულია და ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმებაც წარმატებით გაიარა.
ამ დროისთვის ტრანსფერის ოფიციალურად დადასტურება მხოლოდ ლა ლიგის მხრიდან ფინანსური ფეირ-პლეის წესების შესაბამისად საბოლოო თანხმობის მიღებაზეა დამოკიდებული. როგორც ირკვევა, კლუბი მზად არის გარიგება უახლოეს საათებში დაასრულოს.
კარვახალმა, რომელიც მადრიდული გუნდის დატოვების შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდა, „ხეტაფეს“ შეთავაზება მიიღო. მხარეები დოკუმენტაციის საბოლოო გაფორმებას ელოდებიან, რის შემდეგაც გამოცდილი მცველი კლუბის ოფიციალურ წევრად გამოცხადდება.
იხილე მომავალი მატჩების სტატისტიკა და მოლოდინები კუთხურებზე, ბარათებზე და სხვა ინციდენტებზე.
მატჩები →