ანჩელოტი და რაფინია იაპონიასთან მატჩში გააძევეს

ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი და კაპიტანი რაფინია იაპონიასთან 2:3 წაგებულ ამხანაგურ მატჩში გააძევეს.
სინგაპურში გამართული ამხანაგური მატჩი ბრაზილიისა და იაპონიის ნაკრებებს შორის დაძაბულობით დასრულდა. შეხვედრის ბოლო წუთებზე მსაჯმა კარლო ანჩელოტი და რაფინია მოედნიდან გააძევა, რასაც მოედანზე დიდი არეულობა მოჰყვა. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს მოედნზე შესვლა მოუწიათ, რათა ფეხბურთელები და მსაჯები ერთმანეთს დაეშორებინათ.
ბრაზილიელები უკმაყოფილო იყვნენ იაპონიის გამარჯვების გოლით, რომელიც ტაცუჰირო საკამოტომ 91-ე წუთზე გაიტანა. ბრაზილიის ნაკრები მიიჩნევს, რომ გოლის ეპიზოდში ჟოაო გომესის წინააღმდეგ წესები დაირღვა. ვინისიუს ჟუნიორის დუბლის მიუხედავად, ბრაზილიამ მატჩი 2:3 დათმო.
„მსაჯმა წითელი ბარათი იმ მიზეზით მიჩვენა, რომ, მისი თქმით, სათადარიგოთა სკამს ვერ ვაკონტროლებდი და ყველა ფეხბურთელი მოედანზე იყო“, — განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.
„ზოგჯერ სიმშვიდის შენარჩუნება რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მსაჯის მხრიდან ამდენ შეცდომას გრძნობ“, — აღნიშნა რაფინიამ.
მიუხედავად წითელი ბარათისა, ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ გადაწყვიტა, რომ რაფინია სინგაპურში დარჩება და კლუბში, „ბარსელონაში“, ვადაზე ადრე არ დაბრუნდება.
იხილე მომავალი მატჩების სტატისტიკა და მოლოდინები კუთხურებზე, ბარათებზე და სხვა ინციდენტებზე.
მატჩები →